გოგა ბითაძის "ინდიანამ" - "ფილადელფია" ანგარიშით 127:121 დაამარცხა

გამოქვეყნდა:

გოგა ბითაძის "ინდიანამ", უპირველესად, თიჯეი უორენის ფენომენალური თამაშის წყალობით, განახლებული ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პირველ შეხვედრაში "ფილადელფია" დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ ასევე შეუჩერებელი იყო ფილადელფიელთა ცენტრი ჯოელ ემბიდი 41 ქულით და 21 მოხსნით, რომელმაც გასაქანი არ მისცა ინდიანელთა სასტარტო ცენტრს მაილზ თერნერს (თერნერმა მოედანი 19 წუთის შემდეგ მეექვსე პერსონალური შენიშვნის გამო იძულებით დატოვა) ეს "ფილადელფიას" არ ეყო გამარჯვებისთვის.

უორენის ბრწყინვალე თამაშს, რომელმაც 53 ქულა ჩააგდო და თამაშიდან 29 სროლიდან 20 გამოიყენა, ვერაფერი დაუპირისპირა "ფილადელფიის" მძიმე ფორვარდმა ელ ჰორფორდმა. მან შეხვედრა -26 მარგი ქმედების კოეფიციენტით დაასრულა. "ინდიანადან", უორენის შემდეგ, ყველაზე შედეგიანები აარონ ჰოლიდეი და ვიქტორ ოლადიპო გახდნენ. ჰოლიდეიმ 15 ქულას 10-შედეგიანი გადაცემა დაუმატა, ოლადიპომ კი 15 ქულა და 7 მოხსნა გააკეთა. 

"ფილადელფიიდან", ემბიდის შემდეგ, საუკეთესოები ტობაიას ჰარისი 30 ქულით და 8 მოხსნით და ბენ სიმონსი - 19 ქულით და 13 მოხსნით გახდნენ. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, ის გუშინდელ შეხვედრაში არ გამოჩენილა. მას, როგორც ცნობილია, მუხლი აწუხებს. 

სხვა შეხვედრების შედეგები:

დენვერი - მაიამი 105:125
ოკლაჰომა - იუტა 110:94
კლიპერსი - ახალი ორლეანი 126:103
ტორონტო - ლეიკერსი 107:92

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი