ვერ ვხედავ საპრობლემოს, რომ სტალინის სახელი ჰქვია მთავარ გამზირს - გორის მერი

გამოქვეყნდა:

გორის მერი სტალინელების მოთხოვნას პასუხობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ დგას დღის წესრიგში საბჭოთა ბელადის ძეგლის დადგმის საკითხი. რაც შეეხება ქალაქის მთავარი გამზირისთვის, სტალინის სახელს, ხინჩეგაშვილი ამბობს, რომ პრობლემას ვერ ხედავს -  "ჩემი პირადი  აზრია, რომ არ მაქვს ამაზე პრობლემა და ვერც ვხედავ საპრობლემოს, რომ სტალინის სახელი ჰქვია მთავარ გამზირს" ამბობს ლადო ხინჩეგაშვილი.  

პრორუსები დღეს გორში, სტალინის მუზეუმის ეზოში შეიკრიბნენ და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და სტალინის ძეგლის დაბრუნება მოითხოვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი