რუსები ქართულ ბანკებში წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ფულს ინახავენ - ბოლო ერთ წელში ამ თანხის მოცულობა 327%-ით არის გაზრდილი. თუ 2021 წელს რუსების მიერ საქართველოში შენახული თანხა 567 მილიონ ლარს შეადგენდა, 2022 წელს ამ რიცხვმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტების წილი მთლიან არასაბანკო დეპოზიტებში 2022 წლის განმავლობაში გაიზარდა და დეკემბრის ბოლოსთვის 18.2 პროცენტს მიაღწია. მთლიანობაში უცხოეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 6 მილიარდ ლარზე მეტს ინახავენ.
წარმოშობის მიხედვით გაზრდილია რუსეთის რეზიდენტების წილი არარეზიდენტების მთლიან დეპოზიტებში 37%-მდე, თუმცა ჯამურად ეს დეპოზიტები კვლავ დივერსიფიცირებულია, როგორც ქვეყნების, ისე დეპოზიტების ტიპების მიხედვით.