
სოფელ ნაქალაქევში მცხოვრები ახალგაზრდა კაცის დაკარგვიდან უკვე 6 დღე გავიდა. "სამხრეთის კარიბჭეს" ინფორმაციით, სამძებრო–სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, თუმცა დაკარგულის კვალი არ ჩანს.
"ჯერ–ჯერობით არაფერი ჩანს. ვეძებთ, თითქმის 24–საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები" - განუცხადა გამოცემას ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სოფელ ნაქალაქევის დეპუტატმა პავლე ბერიძემ.
შსს-მ გამოძიება სსკ–ის 115–ე მუხლით დაიწყო, თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, 28 წლის გიმზერ კაველიძე კაცი სახლიდან 5 მაისს დილით გავიდა. იგი სოფელ თმოგვიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ფერმაში უნდა მისულიყო, გზად კი მტკვარზე უნდა გადასულიყო. არსებობს ვარაუდი, რომ ის წყალში ჩავარდა. ადგილობრივების თქმით, ამ ადგილზე ხიდი არ არის და მოსახლეობა წყალზე გაჭიმული ბაგირით სარგებლობდა, რომელზეც კალათა იყო ჩამოკიდებული.
სამძებრო ღონისძიებების დაწყების შემდეგ, მოსახლეობამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, მტკვარში იპოვა კაცის ზურგჩანთა.