
უკრაინა თავისუფლებისთვის და ღირსეული მომავლისთვის იბრძვის, ჩვენ ჯერ-ჯერობით მურუსიძის, შენგელიას, ჩინჩალაძის და მსგავსი მედროვეების მუცლისთვის - ასე ეხმაურება მოსამართლეთა კლანის ქეიფს, მათი ყოფილი კოლეგა ბესარიონ ალავიძე:
"უკრაინა თავისუფლებისთვის და ღირსეული მომავლისთვის იბრძვის, ჩვენ ჯერ-ჯერობით მურუსიძის, შენგელიას, ჩინჩალაძის და მსგავსი მედროვეების მუცლისთვის, აი ფასეულობები, რომლებიც შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა და რომლის შებღალვის მცდელობაც აქვს თურმე ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. შორიდან რომ შეხედო ამ ყველაფერს, იფიქრებ რომ ქართველი ერი (თუ ცოტა ხანში ეს სტატუსიც არ დავკარგეთ) ერთ დიდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსესო, რომელსაც მკურნალიც შეშლილი ყავს." წერს ბესარიონ ალავიძე.
შეგახსენებთ, გუშინ, 12 მაისს მოსამართლეებმა პროფესიული დღე გორში, რესტორანში ქეიფითა და დროსტარებით აღნიშნეს.
იხილეთ: