"კვირაა და ვისვენებ" - გაიაშვილი არ პასუხობს შეკითხვას, გაფრინდება თუ არა 18 მაისს Georgian Airways-ის თვითმფრინავი მოსკოვში

გამოქვეყნდა:

Georgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე არ პასუხობს "მთავარი არხის" შეკითხვას აპირებს თუ არა კომპანია 18 მაისს მოსკოვის მიმართულებით რეისის შესრულებას.

ინფორმაცია, რომ მომავალი კვირიდან Georgian Airways და რუსული აზიმუტი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას აპირებენ რუსულმა მედიამ გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, პირველი რეისი მოსკოვიდან შესაძლოა 16 მაისს შესრულდეს, ხოლო თბილისიდან 18 მაისს.

თამაზ გაიაშვილმა რუსულ მედიასთან იმედი გამოთქვა, რომ ფრენები უახლოეს ათ დღეში აღდგება, თუმცა "მთავარ არხთან" მან კომენტარი არ გააკეთა და თქვა: "კვირაა და ვისვენებ, ბოდიში".

შეგახსენებთ, 10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება, ასევე, რუსეთმა მოხსნა  საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი