პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსთან ფრენის უფლება მისცა

გამოქვეყნდა:

რუსული სახელმწიფო მედია "რია" წერს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გააუქმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა.

"ბათილად იქნას ცნობილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება", - ნათქვამია დოკუმენტში.

განკარგულებით რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის ფრენა ეკრძალებოდათ.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ, რაც თბილისში დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები დროებით აუკრძალა. ფრენა აეკრძალათ კომერციულ ავიაკომპანიებსაც.

შესაბამისი დოკუმენტი სახელწოდებით "რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" ამავე წლის 8 ივლისს გამოიცა. დოკუმენტის თანახმად, აკრძალვის მიზანი იყო ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი