"FSB-ს ყოფილი ოფიცერი და კლასიკური გაგებით პუტინისტია" - გონჩარენკო ოთარ არშბაზე, რომელიც საქართველოში დიდ ქონებას ფლობს

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო "მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმადაც სანქცირებულ რუს დეპუტატს საქართველოში ბიზნესი აქვს.
გონჩარენკოს თქმით, არშბა FSB-ს ყოფილი ოფიცერი და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერია.

"უკრაინამ ბევრი პუტინისტი სამხედრო დამნაშავის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, მათ შორის, ერთ-ერთი სწორედ ოთარ არშბაა. ის FSB-ს ყოფილი ოფიცერი და კლასიკური გაგებით პუტინისტია. ის რომელიც ამავდროულად მილიონერია, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტს ძარცვავდა. ასევე ის არის არამზადა, რომელსაც პირადად აქვს შეტანილი წვლილი როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში, ასევე უკრაინაშიც უჭერს მხარს პუტინის ომს. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ასეთ ნაძირალას ასე თავისუფლად ჰქონდეს ბიზნესი საქართველოში, ეს უკრაინაში წარმოუდგენელი იქნებოდა. ადამიანი, რომელსაც პირადი წვლილი აქვს შეტანილი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაში, დღეს თავისუფლად საქმიანობს საქართველოში", - თქვა გონჩარენკომ "მთავარ არხთან".

ნახეთ სიუჟეტი სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი