
დასანქცირებული რუსი დეპუტატის ბიზნესი საქართველოში - ვაშინგტონი, ბრიუსელი, კიევი - "ედინააია რასიას" წევრი ოთარ არშბა სამგზის დასანქცირებულია, თუმცა ეს ხელს არ უშლის საქართველოში ჰქონდეს ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ქალაქში.
ოფიციალური მონაცემებით, მისი ოჯახი არაერთ უძრავ ქონებას ფლობს, უმეტესად აჭარაში. სწორედ ბათუმში 4-ხ ვარსკვლავიანი სასტუმრო 2015 წელს პრემიერმა ღარიბაშვილმა გახსნა და არშბების ოჯახს მადლობაც გადაუხადა განხორციელებული ინვესტიციისთვის.
ავტორი: ზურა პეტროსიანი