უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, შემოიღეთ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის - პეტიცია

გამოქვეყნდა:

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე უარის თქმისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

პეტიციის ავტორი დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი, კახა წიქარიშვილია.

"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვაცნობიერებთ, რომ:

-   რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება.

-   რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, რომელიც იპყრობს და ანადგურებს უკრაინის ქალაქებს და კლავს მოსახლეობას.

-   რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულია რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი. 

-    მაშინ, როცა ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და ქართველი მეომრები ეწირებიან უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების დათბობა არის მოღალატეობრივი ნაბიჯი და მიმართულია  სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. 

- საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება რისკის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.  

 -  რუსეთთან დაახლოება ნიშნავს ევროკავშირთან და ცივილიზებულ სამყაროსგან დაშორებას, სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას,  ეკონომიკურად და პოლიტიკურად რუსეთზე დამოკიდებულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარის თქმას და რუსეთის ნაწილად ქცევას. 

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას  

-  დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე

-  უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე.

-  უარი თქვას რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

შეგახსენებთ, 10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება, ასევე, რუსეთმა მოხსნა  საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი