სტიქია შიდა ქართლში - გორის მუნიციპალიტეტში წყალდიდობაა. უხვი ნალექის მოსვლის შედეგად სოფლებში, ადიდებულმა მდინარე ლიახვმა გარკვეული სირთულეები შექმნა. კერძოდ, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და მიწის ნაკვეთები დატბორა. ასევე, დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო. სტიქიის ზონაში ამ წუთებში, სპეცტექნიკა მუშაობს.
იხილეთ ასევე: