
"ოკუპანტებმა 36 წლის გიორგი მეგრელიშვილი გაიტაცეს მაშინ, როდესაც იგი ტრაქტორით ამუშავებდა ზემო ხვითში მინდვრებს", - ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დღევანდელი გატაცების შესახებ გვაქვს ახალი ინფორმაცია.
როგორც აღმოჩნდა, ოკუპანტებმა 36 წლის გიორგი მეგრელიშვილი გაიტაცეს მაშინ, როდესაც იგი ტრაქტორით ამუშავებდა ზემო ხვითში მინდვრებს.
ჩასაფრება მოხდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და როგორც შედეგი, ოკუპანტებმა გაიტაცეს გიორგი მეგრელიშვილი სავარაუდოდ ცხინვალის მიმართულებით.
ამ ინფორმაციას გვაწვდიან ადგილობრივი მაცხოვრებლები.
ოკუპანტები აგრძელებენ თავიანთ აგრესიულ პოლიტიკას, ხელისუფლება კი "ათბობს" ურთიერთობას ავიამიმოსვლის აღდგენითა და სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობით.
მეფობენ დრონი და არა რუს-ქოცები, - წერს ქაცარავა.
იხილეთ ასევე: