ივლისში ინფლაციამ -0.5% შეადგინა - საქსტატი ივლისის თვის ანგარიშს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის ივლისის მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ივლისში ინფლაციის დონემ -0,5% შეადგინა, მთელი წლის მაჩვენებელი ჯერჯერობით 5.7%-ია. 

ივლისის განმავლობაში ფასები შემცირდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 1,6%-ით, წლის ჭრილში კი ამ ჯგუფზე ფასები 11,5%-ით გაიზარდა. 

ივლისში ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე, ბოსტნეულსა და ბახჩეულზე და შაქარსა და სხვა ტკბილეულზე, ხოლო გაიზარდა ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე. ასევე ფასები შემცირდა ტანსაცმელსა და ფეხაცმელზე. წლის ჭრილში კი ფასებმა სურსათის თითქმის ყველა სახეობაზე მოიმატა, მათ შორის პურსა და პურპროდუქტებზეც. 

ასევე წლის განმავლობაში 9%-ით გაძვირდა თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები.

ამ საანგარიშო პერიოდში ფასებმა მოიმატა სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე, მაშნ როდესაც წლის ჭრილში იგივე პუნქტებში ფასების შემცირება დაფიქსირდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი