NBA-ის მატჩების შედეგები

გამოქვეყნდა:

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გუშინს მერე 6 მატჩი გაიმართა:

  • ბრუკლინი-ვაშინგტონი 118-110
  • ბოსტონი-პორტლენდი 128-124
  • მემფისი-სან ანტონიო 106-108
  • ორლანდო-საკრამენტო 132-116
  • ჰიუსტონი-მილუოკი 120-116
  • ფინიქსი-დალასი 117-115

დიდ ინტერესს იწვევდა "ჰიუსტონისა" და "მილუოკის" შეხვედრა, სადაც სუპერვარსკვლავების დაპირისპირება უნდა შემდგარიყო; ერთი მხრივ, გიანის ადეტოკუმპო, მეორე მხრივ კი, ჯეიმს ჰარდენი და რასელ უესტბრუკი.

"მილუოკის" ბერძენ სუპერვარსკვლავს მორიგი შედევრალური მატჩი ჰქონდა: 36 ქულა, მოხსნა - 16 და 8 შედეგიანი გადაცემა.

მან თამაშიდან 25-ჯერ ისროლა და აქედან 14 ზუსტი იყო. მოთამაშეს ძალიან კარგად აუბეს მხარი კრის მიდელტონმა და ბრუკ ლოპესმა - მიდელტონმა 27 ქულას - 12 მოხსნა დაუმატა, ხოლო ლოპესმა 23 ქულას - 12. თუმცა ამ სამეულის კარგი თამაში "მილუოკის" გამარჯვებისთვის არ ეყო.

ჰიუსტონიდან საუკეთესო რასელ უესტბრუკი იყო 31 ქულით,  6 მოხსნით და 8 შედეგიანი გადაცემით.
ჯეიმს ჰარდენმა 24 ქულა, 7 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და ფენომენალური 6 ჩაჭრა მიითვალა.

10 ქულიან ზღვარს გადააბიჯეს: რობერთ კოვინგტონმა 15 ქულით, დანიელ ჰაუსმა 16 და პიჯეი თაკერმა - 11 ქულით.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი