ტრაგედია ქარელში - დაღუპული პოლიციელები სახლებში გადაასვენეს

გამოქვეყნდა:

დაღუპული პოლიციელების ცხედრები ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლებში გადაასვენეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, 50 წლის ომარ ქარელი და 31 წლის ვანო ბასანიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. ორი პოლიციელი,  რომებიც წლების განმავლობაში საპატრულო პოლიციაში ირიცხებოდნენ, გორი - ქარელის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპნენ. მძღოლი კი, რომელიც სავარაუდოდ მთვრალი იმყოფებოდა, დაღუპული პოლიციელების კოლეგებმა  საავადმყოფოში დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-9 ნაწილითაა დაწყებული, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი