ქარელში მომხდარი ავარიის გამო, რომელსაც 2 პოლიციელი ემსხვერპლა წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა,1 პირი დააკავეს. 

უწყების ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ დიდი სიჩქარით მოძრაობდა და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა.

შსს-ს ცნობით, პირი წარსულში ნასამართლევია.

"1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე.

სამართალდამცველებმა გ.ლ დააკავეს", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. იხილეთ: 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი