თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პოლიციაა მობილიზებული

გამოქვეყნდა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს განსაკუთრებული მობილიზება აქვს გამოცხადებული. აეროპორტთან დიდი რაოდენობით პოლიციელები არიან, რისი მიზეზიც ის პროტესტია, რომელიც მოსკოვი-თბილისის პირველი ავიარეისის პარალელურად იგეგმება.

ვნუკოვოდან "აზიმუტის" ბორტი უკვე გამოფრინდა. ოკუპანტმა ქვეყანამ დღეს საქართველოსთან ავიამიმოსვლა განაახლა. პირველ რეისს კი ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციით დახვდებიან. ისინი ამ დროისათვის რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, საიდანაც აეროპორტისკენ გადაინაცვლებენ და ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს საპროტესტო ბანერებითა და შეძახილებით დახვდებიან. ისინი სწორედ ამ ფორმით გააგებინებენ რუსებს, რომ საქართველოში არასასურველი "სტუმრები" არიან.

მოსკოვიდან გამოფრენილი ბორტი თბილისში დაახლოებით 14 საათისთვის დაეშვება. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი