"აზიმუტი" ვნუკოვოდან უკვე გამოფრინდა - გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დღეს, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა განაახლა

გამოქვეყნდა:

ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, ცოტა ხანში ოკუპანტი ქვეყნის პირველი რუსული ბორტი დაეშვება.  ტერორისტი პუტინის პროვოკაციული გადაწყვეტილება "ქართულმა  ოცნებამ" ჩვეული მორჩილებით სისრულეში მოიყვანა.

რეისი მოსკოვი- თბილისი "ვნუკოვოს" აეროპორტიდან უკვე გამოფრინდა.  მგზავრებს რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოიყვანს. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაახლოებით 14 საათზე დაჯდება.

ცნობისთვის, დღეს 19 მაისია-დღე, როცა 2016 წელსენგურის ხიდზე ოკუპანტებმა გიგა ოთხოზორია მოკლეს.

რუსეთიდან ჩამოფრენილებს აქციით დახვდებიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რის გამოც ადგილზე უკვე მობილიზებული არიან ქართველი პოლიციელები. 

მოსკოვი-თბილისის პირველ რეისს "ქართული დელეგაცია" მოჰყვება, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილი ხელმძღვანელობს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების უფლება კიდევ ერთ რუსულ ავიაკომპანიას მისცა. Red Wings-ი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით იწყებს ოპერირებას.  ასევე, უწყების ცნობით, კომპანია თბილისი-სოჭის მიმართულებითაც იფრენს.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი