კახეთში, იმ სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც რუსეთიდან ჩამოსული ლავროვის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან, სავარაუდოდ სიგნალს ახშობენ, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია პირდაპირი ჩართვის განხორციელება.
როგორც "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ირაკლი ბახტაძე იტყობინება, პოლიცია ჟურნალისტებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევს.
ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა. ყვარლის ტბის სასტუმროს შესასვლელთან ცოტა ხნის წინ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ჩააყენეს.