ხმაური და დაპირისპირება ყვარელში - პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდება და აკავებს, ჟურნალისტებს კი მუშაობაში ხელს უშლის.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დარბევასა და მოქალაქეების ცემას პირადად კახეთის პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კალანდაძე ხელმძღვანელობს.
ადგილზე გომელაურის უწყებამ სპეცდანიშნულების რაზმიც გამოიყვანა. ნიღბიანებს რუსი ოკუპანტების დასაცავად საგანგებო მობილიზაცია აქვთ.
დაკავებულია აქციის 10-ზე მეტი მონაწილე. მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები. ტერიტორიაზე დაძაბულობა რუსი ოკუპანტების გამოჩენას მოჰყვა, რომლებიც სამართალდამცავებმა ყვარლის ტბის სასტუმროში სპეციალური კორდონით შეაცილეს. მთელს ტერიტორიაზე სიგნალი დახშულია, ამიტომ ადგილზე ჟურნალისტებს მუშაობა უმძიმეს პირობებში უწევთ. წინააღმდეგობის მიუხედავად კი მოქალაქეები რუსული სანქცირებული ქეიფის გასაპროტესტებლად მაინც იკრიბებიან.
იხილეთ ასევე: