1 საათში გვინდა პასუხი, უშვებენ თუ არა პატიმრებს და აუქმებენ თუ არა ფრენებს - აქციის მონაწილეების ულტიმატუმი ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

1 საათში, 9-დან 10 საათამდე გვინდა პასუხი, უშვებენ თუ არა პატიმრებს და აუქმებენ თუ არა ფრენებს - განაცხადეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და ხელისუფლებას 1 საათიანი ვადა მისცეს მოთხოვნების შესასრულებლად. ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მათ თქმით, პასუხის მიხედვით ცნობილი გახდება როგორ გაგრძელდება პროტესტი.

პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს ორი მოთხოვნა აქვთ - რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმება და დღეს, ყვარელში დაკავებულების გათავისუფლება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი