
აქციის მონაწილეების მიერ, ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ვადა ამოიწურა - ცნობილია სამოქმედო გეგმა, რომლითაც აქცია გაგრძელდება - აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედნისკენ გაემართებიან და დღევანდელ დღეს ასე დაასრულებენ. თუმცა აქციები გაგრძელდება და საპროტესტო კერები იქნება სხვადასხვა ადგილას. გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები საავტომობილო გზას ჩაკეტავენ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ - დღეს დაკავებულების გათავისუფლება და რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმება. მათ ამ მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს, თუმცა იმის გამო, რომ მოთხოვნა არ შესრულდა, პროტესტი სწორედ მსვლელობით გრძელდება.