აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს - დღევანდელი აქცია დასრულდა

გამოქვეყნდა:

აქციის მონაწილეები უკვე გმირთა მოედანზე არიან. მათ მემორიალთან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გაჟღერდება საქართველოს ჰიმნიც.

აქციამ რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ მსვლელობით გადაინაცვლა. ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ მიერ, ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ვადა ამოიწურა, მოთხოვნები კი არ შესრულდა. 

აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმებას და დღეს, ყვარელში დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათ შორის, ელენე ხოშტარიას გათავისუფლებასაც. 

აქციის ორგანიზატორების თქმით, გაიმართება კონსულტაციები პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებთან და პროტესტი გაგრძელდება მომდევნო დღეებში, დღეს კი აქცია გმირთა მოედანზე დასრულდება. 

თუმცა მთავარი მოთხოვნები ძალაში რჩება - დაკავებულების უპირობო გათავისუფლება და ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების შეჩერება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი