ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქვეშში (ზოლგუვეჩი) 20 წლის ჰუსეინ ალიევი ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა ფინეთის ქალაქ ლაუკაში გამართულ კონკურსში "IFA EuroArm2023".
საერთაშორისო შეჯიბრში 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. 21 წლამდე კატეგორიაში მოთამაშე ჰუსეინ ალიევი ოთხ სპორტსმენს (ფინეთი, რუმინეთი და შვედეთი - 2) შეხვდა.
მარჯვენა და მარცხენა მკლავჭიდში ჰ.ალიევმა 4 მეტოქე დაამარცხა და ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა.
შეჯიბრში საქართველოს მძლეოსნობისა და პარამძლეოს ერთიანი ეროვნული ფედერაციის 13 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჰუსეინ ალიევი ერთადერთი სპორტსმენი იყო, რომელმაც თავის ასაკობრივ და წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.