კრედ ინფოს მონაცემები რეკორდულ ნიშნულზე- 5% -ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც სესხის დროულად გადახდა ვერ შეძლეს.
მსესხებლების 12% ვადაგადაცილებაშია. მხოლოდ აპრილში, შავ სიაში 1 800-მდე მსესხებელი მოხვდა, ამავე მონაცემებით, ვადაგადაცილება სულ 228 121 მსესხებელს უფიქსირდება.
საერთო ჯამში, საფინანსო სექტორის ვალი საქართველოს 2 მილიონამდე მოქალაქეს აქვს.