"უკვე 1 წელია ვისმენთ ასეთ მძიმე ანგარიშებს და ეს ნამდვილად საყურადღებოა" - სოფო ლილუაშვილი Freedom House-ის ანგარიშზე

გამოქვეყნდა:

Freedom House-ისნაირი ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციებიდან უკვე 1 წელია ვისმენთ ასეთ მძიმე ანგარიშებს - ამბობს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლე, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ  საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგი შემცირდა და კრიტიკული ტელეკომპანიის დირექტორის დაკავებამ შეარყია ქვეყანაში მედიადამოუკიდებლობა.

"ნიკა ერთადერთი მედიაპატიმარია საქართველოში. ის უკვე 1 წელია უკანონო პატიმრობაში იმყოფება მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესიულად ასრულებდა თავის საქმეს. Freedom House-ისნაირი ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციებიდან უკვე 1 წელია ვისმენთ ასეთ მძიმე ანგარიშებს და ეს ნამდვილად საყურადღებოა, იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი, რომ დავამტკიცოთ, რომ ქართველები ვართ ღირსი შევუერთდეთ დასავლეთს, შევუერთდეთ მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილს და მსოფლიოს ყველა ცივილიზებული და დემოკრატიულ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიაგარემო და სიტყვის თავისუფლება და თუ ეს არ გვექნება, ძალიან გაგვიჭირდება მიზნის მიღწევა" ამბობს სოფო ლილუაშვილი.

ამავე ანგარიშით,  საქართველოში გაუარესდა დემოკრატიის ხარისხიც 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი