"მოსალოცად ჩამოვედით" - რუსეთის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ ანსამბლ "კამუშკასთან " შეხება არ აქვთ და ავტობუსი იქირავეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ანსამბლ "კამუშკას" ავტობუსით მოგზაურობენ, ამტკიცებენ რომ კრემლიდან დაფინანსებულ ფოლკლორულ ჯგუფთან შეხება არ აქვთ და უბრალოდ ავტობუსი იქირავეს. მათი წევრის, ვინმე ალექსანდრეს მტკიცებით,  საქართველოში 20 კაციანი ჯგუფი სალოცავად ჩამოვიდა. მისივე თქმით, ავტობუსი ქალაქ პერმადან წამოვიდა, მოიარა რამდენიმე ქალაქი და ლარსის გავლით 20 მაისს საქართველოში შემოვიდნენ. 

ალექსანდრეს თქმით, რომელიც გვარს არ ასახლებს, უკვე მოილოცეს მცხეთა და დაგეგმილი აქვთ სხვა ადგილების მონახულებაც.

"მთავარმა არხმა" მას შეკითხვა დაუსვა, ვინ აფინანსებს ჯგუფის მოგზაურობას და ცხოვრებას თბილისის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში, რაზეც ალექსანდრე ამბობს, რომ შემოწირულობას უწვენ ქართველები და ქართული ეკლესია-მონასტრები, თუმცა კონკრეტულად ვინ- ამაზე დუმს. 

ალექსანდრე ისევე როგორც მისი სხვა თანამემამულეები არ აღიარებენ, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული 

"ჩვენ ჩამოვედით აქ იმისთვის, რომ წმინდა ადგილები მოვილოცოთ. ჩვენ ვართ მომლოცველები. ქართველები და რუსები მართლმადიდებლები ვართ და ამიტომ საქართველოში ტაძრებს ვსტუმრობთ, ამიტომ ჩამოვედით აქ და მამა გაბრიელის საფლავთან უნდა ვილოცოთ" - ამბობს ალექსანდრე.  

ინფორმაცია და ფოტო, რომ კრემლიდან დაფინანსებული  ანსამბლის კუთვნილი ავტობუსი საქართველოს დედაქალაქშია, მოძრაობა "სირცხვილიამ" გაავრცელა. მოძრაობის აქტივისტებმა ეს ავტობუსი გუშინ ცნობილი მიმართულებითაც გაუშვეს. ამ ფაქტს ალექსანდრემ "უმსგავსობა" უწოდა:

პუტინი და რუსეთი ოკუპანტი არის თუ არა არ ვიცი, მე საერთოდ პოლიტიკით არ ვინტერესდები..."ჩვენთვის პოლიტიკა არ არის მთავარი,მთავარი მონასტრებია   - ამბობს ალექსანდრე "მთავარ არხთან" და ამტკიცებს, რომ "ქართველებს ძმებად თვლის". 

იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი