ასპინძის სოფელ საყუდაბელში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ასპინძის სოფელ საყუდაბელში ბრუცელოზი 12 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც რეგიონული მედია "სამხრეთის კარიბჭე" წერს, მათი ნაწილი ამ დრომდე კლინიკაშია, ნაწილი კი სახლში აგრძელებს მკურნალობს.

მოსახლეობამ დახმარების თხოვნით, ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მიმართა. როგორც მისი ხელმძღვანელი, მზია პაპაშვილი ამბობს, გამოკვლევა 80–ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ბრუცელოზი 12–ს დაუდასტურდა.

ცნობისთვის, ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი