"თუ იყიდიან ბილეთებს წავიდნენ გინდა ვენაში, გინდა დუბაიში" - გაიაშვილი რუსებისთვის ტრანზიტულ რეისებზე

გამოქვეყნდა:

Georgian Airways რუსებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს იწყებს - ამის შესახებ ინფორმაცია დღეს რუსულმა RTVI-მ გაავრცელა. "საქართველოს ავიახაზების" გენერალური დირექტორი, თამაზ გაიაშვილი "მთავარ არხთან" ამის მზაობას ადასტურებს და ვერ ხედავს პრობლემას, რუსეთის მოქალაქეების მომსახურებაში. 

ამჟამად რუსეთთან ფრენები ევროკავშირის ქვეყნებს და უკრაინის მოკავშირეებს სანქცირებული აქვთ და საერთოდ არ ახორციელებენ.

თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს, რომელიც გაიაშვილის კომპანიამ 20 მაისიდან დაიწყო, კომპანიის გენერალური დირექტორი უკმაყოფილოა, რადგან უკვე შესრულებულ რეისებზე თვითმფრინავები ნახევარად ცარიელი იყო ორივე მიმართულებით. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი