თსუ-ს რექტორად ისევ გიორგი შარვაშიძე აირჩიეს

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორად ისევ გიორგი შარვაშიძე აირჩია.

პლაგიატში მხილებულ რექტორს აკადემიური საბჭოს 32-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

შარვაშიძის გარდა, არჩევნებში ცირა ბარამიძეც მონაწილეობდა, რომელმაც მხოლოდ ერთი ხმა მოიპოვა. რექტორობის მესამე კანდიდატმა, გია ბარამიძემაც ერთი ხმა მოიპოვა, თუმცა მან არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე კანდიდატურა მოხსნა.

მე გამოვუცხადე ბოიკოტი აბსოლუტურად დისკრედიტირებულ პროცესს. ის არის აკადემიურად კორუმპირებული და შესაძლოა, სხვაგვარადაც, პოლიტიკურადაც, - ასე შეაფასა გიორგი ბარამიძემ მეორე ვადით არჩეული რექტორი.

ცირა ბარამიძის აზრით კი არსებული ვითარება დროებითია და სამომავლოდ, აუცილებლად შეიცვლება უნივერსიტეტში საბჭოთა მენტალიტეტი.

მე მაქვს ერთი ხმა და ეს არის ჯავახიშვილის ხმა... მე და ბატონი გიორგი შარვაშიძე შევხვდებით სასამართლოში, - აღნიშნა ცირა ბარამიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი