
ასპინძაში, სადაც ბრუცელოზის შემთხვევები დაფისქირდა, სოფელ საყუდაბელის მოსახლეობა, სურსათის უვნებლობას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, დასახლებაში ვეტერინარი 8 თვის დაგვიანებით მივიდა.
როგორც რეგიონული გამოცემა"სამხრეთის კარიბჭე" წერს, დაავადების გავრცელების გამო მოსახლეობას 300–მდე სული საქონლის ნახევარ ფასში გაყიდვა მოუწია.
შეგახსენებთ, რომ ასპინძის სოფელ საყუდაბელში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა.