თსუ-ს პლაგიატში მხილებული რექტორი თანამდებობას ინარჩუნებს - შარვაშიძის მეორე ვადით არჩევას მწვავე შეფასებები მოჰყვა

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლაგიატში მხილებული რექტორი თანამდებობას ინარჩუნებს. აკადემიურმა საბჭომ 32 ხმით ნდობა გიორგი შარვაშიძეს კიდევ ერთი ვადით გამოუცხადა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საბჭოს გადაწყვეტილებას ყველაზე მწვავედ შარვაშიძის კონკურენტები გამოეხმაურნენ.

გარდა ამისა, რექტორის არჩევნები პოლიტიკოსებმაც შეაფასეს. ანა დოლიძის თქმით, შარვაშიძეს, ბოლო წლებში, უნივერსიტეტში არსებული ფუნდამენტური პრობლემები არ მოუგვარებია. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რატომ აირჩიეს რექტორი მეორე ვადით.

რა კავშირი აქვს დემოკრატიულ არჩევნებთან ამ არჩევნებს, ძალიან რთული სათქმელია. არავითარი კამპანია, არავითარი საჯარო შეხვედრები სტუდენტებთან... არავითარი ანგარიში, რა გააკეთა რექტორმა აქამდე და რატომ არის ასეთ მაჩანჩალა მდგომარეობაში ევროპის უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით ეს უნივერსიტეტი, - განმარტავს დოლიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი