არადემოკრატიულ და ავტორიტარულ ქვეყნებზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა, დემოკრატიულზე, შემცირდა - კვლევა

გამოქვეყნდა:

რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით "ქართული ოცნების"  ხელისუფლება საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის დათვლა ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევების ცენტრმა, USAID-ის დახმარებით დაიწყო, რომლის შედეგადაც ირკვევა, რომ ბოლო ერთ წელიწადში დემოკრატიული სისტემის მქონე სავაჭრო პარტნიორებზე დამოკიდებულება 6%-ით, 31%-მდე შემცირდა.

ამის მიუხედავად, დემოკრატიული და არასრულად დემოკრატიული ქვეყნები საქართველოს ეკონომიკის თითქმის 60%-ს უზრუნველყოფენ.

რაც შეეხება ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნებზე დამოკიდებულებას, ბოლო  ერთ წელიწადში ეს მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა და მათ შორის არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ჩინეთი და ირანიც იგულისხმება. 

 ანტიდასავლურმა განცხადებებით "ქართული ოცნება" საქართველოს ეკონომიკის გაცილებით დიდ ნაწილს აყენებს ზიანს, ვიდრე რუსეთთან ვაჭრობით შეიძლება აინაზღაუროს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი