
"მელოდებოდნენ, ისევ დამედგა და ისევ წაერთვათ... "მილიციას" აუცილებლად დავუდგამ კარავს", - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს. მისი თქმით, ის პარლამენტთან მე-3 ღამეს გაათენებს.
"კარგმა პოლიციელმა მითხრა, არაფერი დაგეგმო, რამდენიმე ადამიანს დააკავებენო", - ამბობს გრიგორიადისი.
მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა პარლამენტთან: "ახალგაზრდებს ეჭირათ პლაკატები, მიუვარდნენ და წაართვეს... ძაან შეშინებულია ეს პოლიცია".