"პარლამენტთან, აქციის მსვლელობისას, პოლიციელებმა სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოგვართვეს პირადი საკუთრება, ბანერი" - ამის შესახებ ორგანიზაცია "ჯიუტი" Facebook-ზე წერს.
გამოვიძახეთ პატრული, ვინაიდან პარლამენტთან აქციის მსვლელობისას ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოგვართვეს პირადი საკუთრება, ბანერი. გვიზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას. ახლა კი ველოდებით პოლიციას, რათა მოვიდნენ და შეადგინონ ოქმი, - წერს ორგანიზაცია.