"დაახასიათეთ ღარიბაშვილი 1 სიტყვით" - წარწერა, რომლის გამოც პოლიციამ ახალგაზრდებს თაბახის ფურცლები წაართვა

გამოქვეყნდა:

"დაახასიათეთ ღარიბაშვილი ერთი სიტყვით" - ამ წარწერამ პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია და სამოქალაქო აქტივისტები ბანერები წაართვეს.

შემთხვევა გუშინ, პარლამენტის შენობის წინ მოხდა, როდესაც მოძრაობა "ჯიუტის" წევრები, ღარიბაშვილის ანტიევროპულ განცხადებებს ბრატისლავას სამიტზე,  აქცია-პერფორმანსით აპროტესტებდნენ. 

ახალგაზრდების პროტესტის პარალელურად, პოლიციამ განსაკუთრებული მობილიზაცია გამოაცხადა, მათ დაუპირდაპირდა და თაბახის ფურცლები წაართვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი