სებ-მა აუქციონზე 40 მლნ დოლარი გამოიტანა, თუმცა მხოლოდ 17,1 მლნ გაიყიდა

გამოქვეყნდა:

სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 17,100,000 აშშ დოლარი გაყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ აუქციონზე გამოტანილი თანხა 40,000,000 დოლარი იყო, თუმცა  რეალიზება სრულად ვერ მოხერხდა. 

"2023 წლის 2 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ - ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 17 100 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6330  შეადგინა," - წერს სებ-ი

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის გამართვას წინ უძღოდა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება. პირველ ივნისის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,6396 ლარი გახდა, 1 ევროს ფასმა კი 2,8278 ლარი შეადგინა. 

მანამდე მოქმედი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.5972, 1 ევრო კი ლარი 2.7733  ღირდა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი