
სამოქალაქო აქტივისტის, ნიკუშა ფარულავას ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა:
"პარლამენტთან ვართ, გადაგვიარეს და კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს-მასიურზე წარწერები ჰქონდა ღარიბაშვილს ახასიათებდა, ჯერ მაისური გაახდევინეს, ახლა დააკავეს.
ველოდებით სასწრაფოს.
პ.ს. დაკავებული არასრულწლოვანია." წერს ფარულავა
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ დაკავებულები არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი, ასევე ნიკა რომანაძე და საბა ბრაჭველი.
პოლიცია აკავებს პროტესტის მონაწილეებს, რომლებსაც ხელში ბანერები უჭირავთ და პრემიერ ღარიბაშვილის ანტიდასავლურ განცხადებებსა და პრორუსულ რიტორიკას აპროტესტებენ.
დაკავებულთა შორის იყო ადვოკატი შოთა თუთბერიძეც, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. ასევე, დაკავებულები არიან ლაშა ჯანჯღავა და ლევან ნიშნიანიძე.