
ჩვენ აქ პოლიციელები გვეუბნებიან, რომ პრემიერმინისტრის შეურაცხყოფა არ შეიძლება, სად წერია მანახეთ, პრემიერის კრიტიკა და შეურაცხყოფა არის სიტყვის თავისუფლება - ამბობს უფლებადამცველი ბაია პატარაია, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას. თავად პატარაიაც ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფება, სადაც პოლიცია აქტივისტებს ბანერების, ასევე ცარიელი ფურცლების გამოც კი აკავებს.
ბაია პატარაიას ინფორმაციით, ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში GDI-ს თავმჯდომარეს, ედუარდ მარიკაშვილს, რომელიც პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა - "ედო მარიკაშვილი იდგა ცარიელი ფურცლით ხელში, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, ისიც დააკავეს " ამბობს პატარაია და სახალხო დამცველს მიმართავს, რატომ არ დგას ახლა პარლამენტთან, სადაც ადამიანების უფლებები ირღვევა.
პრემიერ ღარიბაშვილის ანტიდასავლური განცხადებებისა და პრორუსული განცხადებების გამო, პარლამენტთან შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებსა და უფლებადამცველებს სამართალდამცველები აკავებენ. დაკავებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ინფორმაციით, დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელსაც მაისურზე ღარიბაშვილის დახასიათებით, წარწერები ჰქონდა გაკეთებული.
იხილეთ: