
დაამზადეთ თქვენი ბანერი ღარიბაშვილის შესახებ და მოდით ხვალ 21:00 საათზე პარლამენტის წინ - 3 ივნისს პარლამენტთან აქცია დაანონსდა:
"30 მაისიდან მოყოლებული ჯიუტებს ყოველდღე გვართმევენ ბანერებს. 2 ივნისს დააკავეს ჯიუტის წევრები და სხვადასხვა ჯგუფის წევრი აქტივისტები. დაკავების მიზეზი ერთია - პოლიცია ებრძვის ნებისმიერი შინაარსის ბანერს, სადაც ღარიბაშვილზე რაიმე მინიშნებას ამოიკითხავენ.
დაამზადეთ თქვენი ბანერი ღარიბაშვილის შესახებ და მოდით ხვალ 21:00 საათზე პარლამენტის წინ. " ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათია პოლიციელები სამოქალაქო აქტივისტებსა და პროტესტის მონაწილეებს პარლამენტთან, სწორედ ცარიელი ფურცლებისა და ბანერების გამო აკავებენ, სადაც პროტესტის მონაწილეები პრემიერ ღარიბაშვილზე საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ.
იხილეთ: