გთხოვთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებულ ბერკეტები, რათა შეწყდეს პოლიციის უკანონო ქმედება - "ჯიუტი" საელჩოებს

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო მოძრაობა "ჯიუტი" ქვეყანაში აკრედიტებულ საელჩოებს მიმართავს, დაინტერესდნენ და რეაგირება იქონიონ იმ 2 ივნისს, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც პოლიციელებმა ადამიანები საპროტესტპ ბანერებისა და ცარიელი ფურცლების ხელში ჭერისთვის დააკავეს: 

"სამოქალაქო მოძრაობა ჯიუტისა და ყველა იმ მოქალაქის სახელით, ვისთვისაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ხელშეუვალი და უნივერსალურია. მივმართავთ ყველა იმ ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციას და აკრედიტებულ საელჩოს, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გარანტად გვევლინებიან და ხელს უწყობენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და სრულფასოვან რეალიზებას საქართველოში.

გთხოვთ რეაგირება მოახდინოთ 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით მიმდინარე განგრძობად მანიფესტაციის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უხეშად დარღვევის ფაქტებზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

გთხოვთ მეთვალყურეობა გაუწიოთ 2 ივნისს უკანონოდ დაკავებულ პროტესტის მონაწილეთა მდგომარეობას, გთხოვთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებულ ბერკეტები, რათა შეწყდეს პოლიციის უკანონო ქმედება, რომელიც მიმართულია ჩვენი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებს წინააღმდეგ." ნათქვამია განცხადებაში. 

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი