ბრძოლა კრემლის მეთოდებით - რუსთაველის გამზირზე დაკავებული უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები სასამართლოს მოლოდინში არიან. გომელაურის უწყებამ რეპრესიები გვიან ღამით დაიწყო. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია 10-მდე დაკავებულის შესახებ, რომლებიც ცარიელი ფურცლით დგომისთვისა და უწყინარი შინაარსის ბანერებისთვის დააკავეს. რატომ გაუსწორდა პოლიცია უფლებადამცველებს და რას ედავება მათ ოფიციალურად შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით უცნობია, გომელაურის უწყება დუმს.
არც ერთი დაკავებული თბილისში არაა და ყველა მათგანი რეგიონებში, სხვადასხვა იზოლატორებში არიან გადაყვანილები.
აქტივისტებმა დაზიანებებიც მიიღეს. ნიკუშა ფარულავამ პოლიციასთან შეხლა - შემოხლისას ფეხის ტრავმა მიიღო.
"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" - დღეს, 21:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა.
მომხდარს რამდენიმე საათის დაგვიანებით, გამთენიისას გამოეხმაურა სახალხო დამცველი და განცხადება გაავრცელა.