თელავის იზოლატორიდან 2 ივნისს დაკავებული ედუარდ მარიკაშვილიც გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

2 ივნისის აქციაზე კრემლის მეთოდით დაკავებული საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილიც  გაათავისუფლეს.  მან  თელავის დროებით მოთავსების იზოლატორში 48 საათზე მეტი გაატარა და დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვეს. 

ცოტახნის წინ  წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვეს,  საბა ბრაჭველმა და ნიკა რომანაძემ. 

შეგახსენებთ, რომ  2 ივნისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ბანერების გამო 8 ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებსა და პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შინაარსის წარწერებით ბანერები ჰქონდათ მიტანილი, ზოგ მათგანს კი ხელში ცარიელი ფურცლები ეჭირა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი