უკრაინელმა ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას გათავისუფლების თხოვნით მიმართეს

გამოქვეყნდა:

კიევში საქართველოს საელჩოსთან 70-მდე სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად შეიკრიბა.

უკრაინელმა ჟურნალისტებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს განცხადებით მიმართეს და სთხოვეს, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია.

"დღეს კიევში საქართველოს საელჩოსთან 70-მდე სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი შევიკრიბეთ, რათა მოგვეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისგან ჟურნალისტ ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ჩვენ ვთვლით, რომ ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, იმსახურებენ სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას, რაც უდიდესი ფასეულობაა ჩვენი ერებისთვის. იმედი გვაქვს, რომს საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს კარგად ესმით სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობა და ნიკა იქნება თავისუფალი",- თქვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი