"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წევრებმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შეწყალების მოთხოვნით ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს

გამოქვეყნდა:

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წევრებმა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით მიმართეს. მოძრაობის წევრები სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვენ. 

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის სახელით ჩვენ შევიტანეთ წერილი პრეზიდენტის სახელზე, რომლითაც კიდევ ერთხელ წარმოვადგენთ ჩვენ დასაბუთებას და ვთხოვთ პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია. თან დავურთეთ საქმის მასალები, ორივე ინსტანციის განაჩენი. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაპელირებთ რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას უდანაშაულობაზე, იმაზე, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ, მიუხედავად იმისა იზიარებს თუ არა ამას საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ მოვუწოდებთ მას, იხელმძღვანელოს პირველ რიგში ქვეყნის ინტერესით, პოლიტიკური მიზანშეწონილობით და მიუხედავად თავისი პირადი შეხედულებებისა ამ საქმესთან დაკავშირებით, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია", - თქვა გიორგი ლომიძემ. 

მისი თქმით, პრეზიდენტის საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე ჰქონდათ მოლოდინი, რომ ნიკა გვარამია ამ დროისთვის უკვე თავისუფალი იქნებოდა, თუმცა შედეგი ჯერ არ აქვთ, რის გამოც მოქმედებას აგრძელებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი