თბილისის სამივე ინსტანციის სასამართლოდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა. არსებული ინფორმაციით, საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში შევიდა ცნობა, რომ შენობაში ასაფეთქებელია.
"მთავარი არხი" დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
იხილეთ ასევე:
დილით ევაკუაცია გამოცხადდა ბრიტანულ ქართულ აკადემიაში. ადმინისტრაციამ მეილზე მიიღო შეტყობინება ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მივიდნენ, სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა.