ელექტრონულ ფოსტაზე სასამართლოებში მივიდა შეტყობინება, რომ შენობებში ნაღმია - განგაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

გამოქვეყნდა:

განგაშია ქუთაისის საქალაქო სასამართლოშიც, სადაც გამნაღმველები და სამართალდამცავები მუშაობენ. შენობიდან მოქალაქეები გამოიყვანეს. 

ადვოკატი დალი სულაქვერიძე ამბობს, რომ პროცესზე იმყოფებოდა, როცა მოსამართლემ სხდომა მოულოდნელად შეწყვიტა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ელექტრონულ ფოსტაზე სასამართლოში მივიდა შეტყობინება, რომ შენობა დანაღმულია.

"მანდატურმა მოსამართლეს რაღაც ჩუმად უთხრა, მოსამართლემ გამოაცხადა, რომ უნდა შევწყვიტოთ სასამართლოს სხდომა და გამოვაცხადო შესვენება. ჩვენთვისაც გაუგებარი იყო. მერე გაირკვა, რომ თურმე ელექტრონულად ფოსტაზე სასამართლოში მოვიდა შეტყობინება, რომ შენობა იყო დანაღმული და ყველას გაუსწორდებოდნენ, ყველას დამხობა ჰქონდათ გადაწყვეტილი. მარტო ჩვენთან კი არა ყველა სასამართლოში მისულა შეტყობინება. ყველა გამოვიქეცით", - ამბობს ადვოკატი. 

იხილეთ: 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი