ბომბის არსებობაზე შეტყობინებების გამო, თელავისა და გურჯაანის სასამართლოებში პროცესები ჩაიშალა

გამოქვეყნდა:

თელავისა და გურჯაანის რაიონულ სასამართლოებში ბომბის არსებობაზე შეტყობინებების გამო, სასამართლო პროცესები ჩაიშალა.

მიზეზი შეტყობინება გახდა, რომელიც სასამართლოების ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა და ადმინისტრაციას, ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობას ატყობინებდა.

შენობებიდან პერსონალისა და მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ადგილზე იმყოფებიან საგამოძიებო სამსახურების წარმომადგენლები.

დღეს, დილიდან შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ, ასევე შევიდა სიღნაღსა და ახმეტაშიც. თელავის სასამართლოში გამნაღმველებს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინებები რეგიონების 
სასამართლოებმაც მიიღეს
. ევაკუაცია გამოცხადდა ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, სენაკის, გურჯაანის, გორისა და მცხეთის სასამართლოებში. 

აქვე, დილით ევაკუაცია გამოცხადდა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში. ადმინისტრაციამ მეილზე მიიღო 
შეტყობინება ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მივიდნენ, სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა. მსგავსი შემთხვევა იყო სკოლა ლოგოსშიც.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი