შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინებები რეგიონების სასამართლოებმაც მიიღეს. ევაკუაცია გამოცხადდა ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, სენაკის, გურჯაანის, გორისა და მცხეთის სასამართლოებში.
თელავის სასამართლო:
იგივე მოხდა თბილისის სამივე ინსტანციის სასამართლოში. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ევაკუაციაა კასპის იუსტიციის სახლშიც.
არსებული ინფორმაციით, შეტყობინებები ელექტრონული ფოსტით გაიგზავნა. სასამართლოების შენობებში შესაბამისი უწყებები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
გორის სასამართლო:
დილით ევაკუაცია გამოცხადდა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში. ადმინისტრაციამ მეილზე მიიღო შეტყობინება ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მივიდნენ, სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა. მსგავსი შემთხვევა იყო სკოლა ლოგოსშიც.