
საქონლის დაავადება ბრუცელოზი ასპინძის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში, ზველში გავრცელდა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
სოფელში ამ ეტაპზე სურსათის უვნებლობის სამსახურის ვეტერინარები კვლევებს ატარებენ. გარდა ზველისა, ბრუცელოზი გავრცელებულია საყუდაბელსა და ორგორაშიც.
შეგახსენებთ, რომ ასპინძის სოფელ საყუდაბელში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა.